„დოიჩე ველეს" გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.
ნიკოლა სარკოზი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პრაიმერიზში ჩართვას აპირებს. რესპუბლიკური და სხვა მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერები ნოემბერში პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებენ.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე „ეროვნული ფრონტის" წევრს მარი ლე პენსა და სოციალისტების პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც შესაძლოა მოქმედი პრეზიდენტი ფრანუა ოლანდი იყოს, დაუპირისპირდება.
სარკოზის განმარტებით, როდესაც არჩევნებში მემარჯვენე ძალა ერთვება, ის ყოველთვის იმარჯვებს ულტრა-მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზეც, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მემარჯვენე პარტიებს შორის თანხმობა იყოს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ნიკოლა სარკოზიმ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტი 9 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.