logo_geo
eng_logo
საჯარო მოხელეებს ხელფასები შეუმცირდებათ
- +

9 დეკემბერი. 2020. 20:48

 

 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მასწავლებლებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს 2021 წელს ხელფასი არ დააკლდებათ.

 

მაგრამ მინისტრის თქმით, ანაზღაურება დააკლდებათ სახელმწიფო მოხელეებს.

 

„ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.

 

თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ, „პალიტრას“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner