logo_geo
eng_logo
ჰუბერტ ქნირში: გასაოცარია ის, რაც ამ დღეებში გვესმის დიპლომატების შესახებ
- +

9 დეკემბერი. 2020. 20:58

 

 

„გასაოცარია, ამ დღეებში რაც გვესმის დიპლომატების შესახებ, როგორ დაჟინებით და ფანტაზიით ხდება არგუმენტირება. არც ერთ დიპლომატს საკუთარი თავი ძალით არ შეუთავაზებია და ეს არც მომავალში მოხდება. ჩვენ ისევ და ისევ მოგვმართავდნენ ოპოზიციური პარტიები გასული წლების განმავლობაში, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ოპოზიცია და თქვენ დიპლომატებმა უნდა დაგვეხმაროთ“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლური იდეა გამოიხატება არა ერთ პარტიაში ან ერთ პიროვნებაში, არამედ ის კონსტიტუციის შესაბამისი მმართველობის და თავისუფლების იდეაა.

 

„ამიტომ საქართველომ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ საპარლამენტო სისტემა შემოიღო. ამიტომ არის პარლამენტი ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომ გააქტიურდნენ დიპლომატები, რათა შემდგარიყო მოლაპარაკებები პარტიებს შორის, რომლებიც წინ წაიყვანს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

 

არ მინდა ვისაუბრო თითოეულ პირზე და მათ გამონათქვამებზე. ვინც საუბრობს, საკუთარ თავს თავად ახასიათებს და საზოგადოებას შეუძლია ამ გამონათქვამების შეფასება.

 

მე და ბევრ ჩემ კოლეგას სურვილი გვქონდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროცესები უფრო ადვილად და იოლად განვითარებულიყო. არჩევნებს წინ უძღვოდა საკონსტიტუციო ცვლილება და პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი, რომელიც გაადვილებული იყო დიპლომატების ჩართულობით და მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობდი მასში~, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner