logo_geo
eng_logo
სერბეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა კაფეში ხუთი ადამიანი მოკლა
- +

3 ივლისი. 2016. 14:43


სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ზრენიანთან მდებარე სოფელში შეიარაღებულმა მამაკაცმა კაფეში ცეცხლი გახსნა და ხუთი ადამიანი მოკლა. დაშავებულია 20 ადამიანი.



პოლიცია თავდასხმის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. თავდამსხმელის მიერ მოკლულ პირთა შორის ერთ-ერთი მისი მეუღლეა.



თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა ჯერ თავისი ცოლი და კიდევ ერთი ქალი მოკლა, შემდეგ კი კაფეში მყოფ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. კაფეს ერთ-ერთმა კლიენტმა თავდამსხმელის განიარაღაება შეძლო, მამაკაცი მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner