logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არჩევნებში ჩართული იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეს იყო ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარი წყარო
- +

9 დეკემბერი. 2020. 23:46

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არ შეიძლება იყოს ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად საარჩევნო პროცესში. კონსტიტუციით დადგენილია სულ 4 საარჩევნო ცენზი, მიხეილ სააკაშვილი აქედან ორს არ აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას აქვს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება. ამ არჩევნებში ის ჩართული იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება კანონით გარანტირებული მექანიზმი იმისთვის, რომ კონსტიტუციის მოთხოვნა აღსრულდეს. დღემდე, კანონით არ იყო უზრუნველყოფილი კონსტიტუციის ამ მოთხოვნის აღსრულება. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ შევქმნით კანონისმიერ მექანიზმს იმისათვის, რომ ეს კონსტიტუციური მოთხოვნა აღსრულდეს. ეს არის შედარებით ფორმალური მხარე თავისი მატერიალური დატვირთვით და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას ვპირდებით ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner