logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: დედა გიულიმ, ძია თემურმა და უახლოესმა გარემოცვამ ზუსტად იციან, რომ ბელადის მკერდში წრუწუნას ლაჩარი გული ძგერს
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:08

 

 

„დედა გიულიმ, ძია თემურმა და უახლოესმა გარემოცვამ ზუსტად იციან, რომ უშიშრობის მანტიის მიღმა ბელადის მკერდში წრუწუნას ლაჩარი გული ძგერს“, - წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

 

„მსოფლიოს რუხი კარდინალების მიერ ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული არსება, საჯიშე ქართველების სისხლის დამღვრელი ჯალათი მიხეილ სააკოვი ცისარტყელას ნათელ ფერებში გადაწყვეტილ სავარძელში მოკალათებულა და თავის მომხრეებს რევოლუციის მოსახდენად აგულიანებს.

ზოგჯერ მოთქვამს, რომ ახალმოსული თოვლივით თეთრი და სპეტაკია, რომ ფეშენებელური ვილა, სადაც ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ძვირადღირებული სავარძელი უდგას, დედამისის – გიულის მიერ პატიოსნად ნაშოვნი ფულით არის აშენებული, ხოლო იტალიელი დიზაინერის ალესანდრო მენდინის ნამდვილად ალალი შრომით შექმნილი ეს სავარძელი, რომელიც მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, სულაც არ ღირს 14 ათასი ევრო.

ამ ფერადი სავარძლიდან უკვე ზომბად ქცეულ თავის მომხრეებს სააკოვი მორიგი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, რის შედეგადაც, მსოფლიოს შავი ძალების გადაწყვეტილების შესაბამისადა, იგი კვლავ „საქართველოს დირექტორის“ კაბინეტში უნდა შებრუნდეს.

დედა გიულიმ, ძია თემურმა და უახლოესმა გარემოცვამ ზუსტად იციან, რომ უშიშრობის მანტიის მიღმა ბელადის მკერდში წრუწუნას ლაჩარი გული ძგერს, ხოლო ბელადის საცვალი, მტანჯველი შიშის გავლენით, პერიოდულად, წინიდან – ყვითელ, უკნიდან კი ყავისფერ შეფერილობას იძენს! ეს ამბავი ფართო საზოგადოებამაც უწყის მას მერე, რაც თვითმფრინავის ზუზუნით შეშფოთებულმა წრუწუნამ სორს ძებნაში გორის მიწაზე იხოხა“, - წერს დავითაია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner