logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, მას ეყოლება 2 წაგებული მხარე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:26

 

 

„იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა გუშინ და ჩვენ გვქონდა სერიოზული ანალიზი გუშინდელი და დღევანდელი დღის განმავლობაში. გვქონდა შეხვედრა და თათბირი ამასთან დაკავშირებით. რეალურად პირდაპირ გამოჩნდა, რომ ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას მაგიდის აყირავების მცდელობა ჰქონდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ პრაქტიკულად შემზადებული ჰქონდათ ვითარება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.

 

„ფაქტობრივად გარანტირებული იყო ის, რომ ხვალ ყოვლად უსაგნოდ უნდა შევკრებილიყავით. ანუ, რადიკალური ოპოზიცია ერთ წრეზე გვატარებდა ჩვენ და ელჩებს. ეს იყო მათი ამოცანა. შესაბამისად, აქ იყო საჭირო კორექტივის შეტანა და ჩვენ ამით ნულოვანიდან გავზარდეთ გარკვეულწილად შანსი იმისა, რომ ხვალ მოხდეს შეთანხმება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს და იმედია ხვალ მოხერხდება, თუ წინასწარ არ ააყირავენ მაგიდას. ამ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა. როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, ასეც და ისეც ამ პროცესს ეყოლება 2 წაგებული მხარე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქარველო“, ანუ სააკაშვილი და ბოკერია“. მთავარი გამარჯვებული კი ჩვენი ქვეყანა იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner