logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკუთარ თავს ინადგურებენ
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:26

 

 

„ბევრი სხვა ფაქტორიც ხელს შეუწყობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში ყველაზე სწრაფად ამ პროცესს წარმართავენ თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, როდესაც ისინი უარს ამბობენ პარლამენტის მანდატებზე. ამით ისინი საბოლოოდ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესია.

 

„მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კანონზომიერი პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ ეკუთვნის ქართულ დემოკრატიულ სისტემაში ყოფნა, თვითონ ინადგურებს საკუთარ თავს. მანდატებზე უარის თქმით „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ინადგურებენ საკუთარ თავს, რომლებიც არიან ნამდვილი სიმსივნე ქართულ პოლიტიკაში. ისინი თვითონ გადიან პოლიტიკური სივრციდან, რაც ძალიან ჟანსაღი და კანონზომიერი პროცესია, რისთვისაც მათ მადლობა პირველად უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner