logo_geo
eng_logo
ჟენევის ავტოშოუზე წლის საუკეთესო ავტომობილად ოპელ ასტრა დასახელდა
- +

3 მარტი. 2016. 11:53



2016 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტომოვლენა დაიწყო. საქმე ეხება ყველასთვის კარგად ნაცნობ ჟენევის ავტოშოუს, რომლის ფარგლებშიც  უამრავი უახლესი მოდელის, ტექნოლოგიური განვითარებისა და თანამედროვე ავტოინდუსტრიის განვითარების დონის პრეზენტაცია მოხდა.


გახსნამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჟენევის ყოველწლიური კონკურსის "ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი"-ს დაჯილდოვება გაიმართა.


ევროპის საუკეთესო ავტომობილად Opel-ის ახალი თაობის Astra დასახელდა, რომელმაც ჯამში 309 ხმა დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელებისთვის ეს პრესტიჟული ჯილდო პირველი არაა, ისინი უკვე რამდენჯერმე გახდნენ ევროპის ბაზრის გამარჯვებულები. მათი წარმატება 1985 წელს დაიწყო, როდესაც ევროპამ წლის ავტომობილად Opel Kadett E დასახელდა, ორი წლის შემდეგ იმავე კატეგორიაში გამარჯვებული Omega A გახდა, 2009 წელს Insignia, ხოლო 2012 წელს Ampera.


მეორე ადგილი ამჯერად Volvo XC9-მა დაიკავა, რომელმაც 294 ხმა დააგროვა. მესამე ადგილის მფლობელი Mazda MX-5 გახდა 202 ხმით. მეოთხე ადგილზე Audi A4 ხოლო მეხუთეზე Jaguar XE მოხვდა. ათეულში აგრეთვე შევიდნენ Skoda Superb, BMW 7 Series, Honda Civic და Volkswagen Passat.


კონკურსში ევროპის ბაზარზე არსებული 40-მდე ავტომობილი მონაწილეობდა. გამარჯვებული 58-მა ავტოჟურნალისტმა, მათ შორის 22-მა ევროპის მოქალაქემ გამოავლინა.


შეგახსენებთ, რომ შარშანდელი გამარჯვებული Volkswagen Passat გახდა, მეორე ადგილი კი Citroen C4 Cactus-მა, მესამე Mereces-Benz C-Class-მა დაიკავა. ამასთანავე კომპანია Opel-ი ჟენევის ავტოშოუს ფარგლებში ორ ახალ ავტომობილს GT-ს კუპესა და კროსოვერ Mokka-ს წარადგენს.




წყარო: autoradio.ge




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner