logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს
- +

3 ივლისი. 2016. 14:43


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს, თუმცა NATO მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს.



სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს ვარშავის სამიტი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გადამწყვეტ მომენტში გაიმართება.



„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არაპროგნოზირებად სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთია, რადგან საზღვრების გაფართოების მიზნით კრემლი ძალის გამოყენებას არ ერიდება" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



იენს სტოლტენბერგი NATO-ს წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებზე საუბრისას ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზისა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ არასტაბილურობის შედეგი ძირითადად მასობრივ არეულობებში, ტერორისტულ აქტებსა და მიგრაციაში ვლინდება.



NATO-ს ვარშავის სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისისთვის არის ჩანიშნული, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამატებითი შეიარაღების განთავსების საკითხი გადაწყდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner