logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ღიად მონაწილეობდა ამ არჩევნებში, როგორც პარტიის ლიდერი
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:34

 

 

„მიუხედავად ფორმალური სტატუსის არქონისა, მიხეილ სააკაშვილი ღიად მონაწილეობდა ამ არჩევნებში, როგორც პარტიის ლიდერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, როგორც პარტიის ლიდერი, ამ შემთხვევაში, ეს გახდება საფუძველი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის.

 

„მაგალითად, რომ ავიღოთ ეს არჩევნები, ყველასთვის ცხადია, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის ცხადია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად ფორმალური სტატუსის არქონისა, ღიად მონაწილეობდა როგორც პარტიის ლიდერი ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი და შესაბამისი ორგანო, უწყება მარტივად დაადგენს იმას, რომ ამ შემთხვევაში ირღვეოდა კონსტიტუციის მოთხოვნა და რომ ყოფილიყო კანონის ასეთი ჩანაწერი ეს გახდებოდა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი. საუბარია საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე კონკრეტული არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ვერ იმოქმედებს სხვა არჩევნებზე, მაგრამ როგორც კი დადგინდება ფაქტი, როდესაც ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, როგორც პარტიის ლიდერი, ამ შემთხვევაში, ეს გახდება საფუძველი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის. ეს არის ის ნორმა, რომელიც არა მხოლოდ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური ნორმის აღსრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner