logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: რადგან უარს ამბობ, ე.ი. მწიფე არ იყავი და ეს გზა სხვებისთვის გათავისუფლდება
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:49

 

 

„ოპოზიციაში არის ერთი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ზუსტად იცის, რასაც აკეთებს“, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ „POSTV“-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის და არჩევნებიც ერთ-ერთი ფორმაა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ვინც ამ პარტიას მართავს, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. არიან პარტიები და ადამიანები, რომლებსაც არასდროს აირჩევენ. ისინი, ვინც ეთერებიდან დაგვყვირიან და დაგვჩხავიან, შემჩნეული არიან ისეთ საქციელებში, როგორიც არის ბიუჯეტის ხაპვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სიმბოლურად რომ ვთქვათ, სტრიპტიზ-ბარებში გადარიცხვით სიარული და ა.შ. მათ იციან, რომ არჩევნებით ვერ მოვლენ და სხვა გზით უნდა წავიდნენ. ამ ჭადრაკის პარტიაში ზოგი პაიკია, ზოგი ტურა, თუ ეტლი, მხედარი, კუ და ასე შემდეგ, მაგრამ პარლამენტში რომ შევიდნენ, ბიუჯეტზე ლაპარაკი ვის უნდა ახლა?! მეტიც, რომ შევხედოთ, მათი ნახევარი, ვინც ამ ბრძოლაში აქტიურობს, ამ პარლამენტში ისედაც ვერ შედის.

 

აგირჩიეს, გახვედი და კი ბატონო, თქვი უარი, მაგრამ რადგან უარს ამბობ, ესე იგი, მწიფე არ იყავი და ეს გზა სხვებისთვის გათავისუფლდება. მე მაგალითად, ბოლომდე არ მეჯერა, რომ ელემენტარული ანგარიშის ამბავი არ ეყოფოდათ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ვიღაცები არ შევიდოდნენ. იმიტომ, რომ მათ არ უნდათ შესვლა. რომც გამოაცხადონ შესვლა, „ევროპული საქართველო“ შევა და ესენი მაინც ვერ შედიან. იქ შევა და ადამიანი ვერ მიხვდება, რომ ესენი „ევროპული საქართველოდან“ არიან. ამიტომ, იმათგან ეს ძალიან პრაგმატული საქციელია. თუ უკაცრავად პასუხია და, დანარჩენებიც ააგდეს, „ევროპული საქართველოსგან“ ეს სწორია, მაგრამ დანარჩენებმა რატომ უნდა თქვან უარი?“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner