logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი გასუფთავდება კრიმინალური პოლიტიკური ძალებისგან
- +

10 დეკემბერი. 2020. 02:48

 

 

„პარლამენტი გასუფთავდება კრიმინალური პოლიტიკური ძალებისგან, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მათი ადგილი საქართველოს პარლამენეტში, ჩვენს დემოკრატიულ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში არ არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თვითონ ამზადებენ საფუძველს იმისთვის, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან.

 

„მე მგონია, პოლარიზაციას შემცირებას ხელს შეუწყობს ის, რომ ასეთი ადამიანები ჩამოშორდებიან პოლიტიკას. ეს მოხდება მათ შორის ამ კანონის საფუძველზე, ეს მოხდება მათ შორის მათივე ქმედებების საფუძველზე. ისინი თვითონ ამზადებენ საფუძველს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან. გვეხმარებიან ისინი ამაში და ჩვენ, ბუნებრივია, ხელი უნდა შევუწყოთ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ის, რომ ისინი დატოვებენ საკუთარ მანდატებს და ჩვენ დიდი სიამოვნებით დავაკმაყოფილებთ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, მათ ამ მოთხოვნას. პარლამენტი გასუფთავდება კრიმინალური პოლიტიკური ძალებისგან, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მათი ადგილი საქართველოს პარლამნეტში, ჩვენს დემოკრატიულ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner