logo_geo
eng_logo
ბანგლადეშში ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ
- +

3 ივლისი. 2016. 15:22


ბანგლადეშში ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. ქვეყანაში ორდღიანი საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში მოხდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა კაფეში 20 მძევალი და ორი სამართალდამცველი მოკლეს.



დაღუპულთა უმეტესობა უცხოელები არიან. თავდასხმას 9 იტალიელი, 7 იაპონელი, ერთი ამერიკელი და ერთი ინდოელი ემსხვერპლნენ.



12 საათიანი ტყვეობის შემდეგ სამართალდამცველებმა 13 მძევლის გათავისუფლება შეძლეს.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარიდან მეორე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner