ბანგლადეშში ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. ქვეყანაში ორდღიანი საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული. თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში მოხდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა კაფეში 20 მძევალი და ორი სამართალდამცველი მოკლეს.
დაღუპულთა უმეტესობა უცხოელები არიან. თავდასხმას 9 იტალიელი, 7 იაპონელი, ერთი ამერიკელი და ერთი ინდოელი ემსხვერპლნენ.
12 საათიანი ტყვეობის შემდეგ სამართალდამცველებმა 13 მძევლის გათავისუფლება შეძლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარიდან მეორე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.