logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: როინ შავაძე სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა!!!
- +

10 დეკემბერი. 2020. 03:09

 

 

„სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო კომპენსაციის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი... თქვენი... საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უნდა შეკოწიწდეს. საქართველოს მოსახლეობას, ბიუჯეტის შემავსებელ პატიოსან და ზნეობრივ საქართველოს მოქალაქეებს როინ შავაძე არ მოუკლავთ!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„წამებული როინ შავაძის არანაკლებ წამებულ ოჯახს უდავოდ ეკუთვნის კომპენსაცია იმაზე მეტი რაოდენობითაც, ვიდრე ევროპულმა სასამართლომ განუსაზღვრა! ოჯახს ხომ, მარჩენალის მოკვლასთან ერთად, ღირსებაც შეულახეს, რადგან, როინ შავაძის შთამომავლებს „სამშობლოს მოღალატის“ შთამომავლის იარლიყი მიაკრეს და, რომ არა შევაძის ოჯახის ადვოკატის რამინ პაპიძის თავგამოდებული ბრძოლა (რომელიც შეუპოვრობის გამო თავად იქცა სააკოვის ბინძური რეჟიმის პატიმრად...), აგრეთვე ევროპული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს უსამართლობა ბოლომდე იზეიმებდა!

მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა! მაგრამ ეს მაინც არ არის სამართლის აღსრულება, რადგან როინ შავაძის ოჯახის სასარგებლოდ მატერიალური კომპენსაცია – 40 ათასი ევროს სახით – საქართველოს სახელმწიფოს უნდა გადაიხადოს.

რა გამოდის? სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო კომპენსაციის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი... თქვენი... საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უნდა შეკოწიწდეს?!

ეს არ იქნება სამართლიანობის აღდგენა!

საქართველოს მოსახლეობას, ბიუჯეტის შემავსებელ პატიოსან და ზნეობრივ საქართველოს მოქალაქეებს როინ შავაძე არ მოუკლავთ!

როინ შავაძე მოკლა სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა!!!“, - წერს შავაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner