logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერ-ნოემბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოავლინა
- +

10 დეკემბერი. 2020. 10:19

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი.

 

გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner