უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურას იწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს, ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს გაესაუბრებიან.
მოსმენა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება. როგორც საბჭოში აცხადებენ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართება.