logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 69 მილიონს გადააჭარბა
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:09

 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 69 მილიონს გადააჭარბა. აგვისტოს შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა ბრაზილიაში დაფიქსირდა.

 

ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების შემთხვევები მატულობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ესპანეთში კი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

 

შეზღუდვებს ამკაცრებს სლოვაკეთი, სადაც 21 დეკემბრიდან დაიხურება სკოლები და სავაჭრო ობიექტები.

 

გამკაცრებული საკარანტინო წესები 8 იანვრიდან ამოქმედდება უკრაინის მასშტაბით.

 

კანადა კი მესამე სახელმწიფო გახდა, სადაც ამერიკულ-გერმანული ვაქცინა დაამტკიცეს, ქვეყნის მასშტაბით სამასი ათასამდე დოზა წლის ბოლომდე შევა.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო, რუსული ვაქცინის შეძენაზე თურქეთის ჯანდაცვის უწყებამ უარი განაცხადა.

 

რუსული მხარე აღნიშნულ ცნობებს სიყალბეს უწოდებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებები გრძელდება.

 

ამასთან, კიბერთავდასხმა განხორციელდა ევროპის მედიკამენტების სააგენტოზე. ჰაკერებმა წვდომა COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცებისთვის განკუთვნილ დოკუმენტებზე მოიპოვეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner