logo_geo
eng_logo
ბაქოში დღეს სამხედრო აღლუმი გაიმართება
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:18

 

 

„აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აღლუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობების წევრები მიადევნებენ თვალს.

 

აღლუმს, რომელიც „თავისუფლების მოედანზე“ გაიმართება, 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაესწრება და მასზე 150-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რაკეტები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე სამხედრო გემები და კატარღები, იქნება წარმოდგენილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner