logo_geo
eng_logo
2020 წელს 42 ჟურნალისტი მოკლეს
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:24

 

 

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშის თანახმად, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით 2020 წელს 42 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი მოკლეს, 235 ადამიანი კი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

უკვე მეხუთე წელია, სიის სათავეში მექსიკაა, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის - 13 ჟურნალისტი მოკლეს. მას მოჰყვება პაკისტანი 5 ჟურნალისტის მკვლელობით. შემდეგ მოდის ავღანეთი, ერაყი და ნიგერია. ამ ქვეყნებში სათითაოდ წელს სამ-სამი ჟურნალისტი შეეწირა საკუთარ საქმიანობას.

 

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ამ საკითხს ბოლო 30 წელია იკვლევს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ტენდენციამ იკლო, თუმცა, ჟურნალისტიკა ჯერ ისევ ერთ-ერთ სარისკო პროფესიად რჩება.

 

სულ 30 წლის მანძილზე საკუთარი პროფესიული საქმიანობის გამო 2658 ჟურნალისტი მოკლეს. 

 

„ეს უბრალოდ სტატისტიკა არაა. ესენი ჩვენი მეგობრები და კოლეგები არიან, ვინც ტავის ცხოვრება ჟურნალისტურ საქმიანობას მიუძღვნეს და ამისთვის ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადეს. ჩვენ ისინი არა მხოლოდ გვემახსოვრება, ჩვენ მივყვებით მათ საქმეებს, ზეწოლას მოვახდენთ სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლებებზე, რომ მათი მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - განაცხადა  ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იუნეს მჯაჰედმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner