„ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმას ერაყის დედაქალაქში 79 ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.
პირველი აფეთქება ბაღდადის ცენტრში, სავაჭრო ქუჩაზე მდებარე რესტორნის მახლობლად მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა. მეორე თავდასხმა კი დედაქალაქის შიიტურ რაიონში მოხდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ".
ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ისლამისტებმა თავდასხმა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას გათავისუფლების საპასუხოდ მოაწყვეს.