logo_geo
eng_logo
ცაგერში ხანდაზმულ ადამიანებს ჰუმანიტარული ამანათები მიუტანეს
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:44

 

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ,  ჰუმანიტარული ამანათები მიუტანა.

 

დეპუტატის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობას წითელი ჯვრის ჩართულობით ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ მიუღია.

 

„ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას რეგიონის ხელისუფლებასთან, სწორედ ამიტომ არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება მომავალშიც“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner