რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ, ჰუმანიტარული ამანათები მიუტანა.
დეპუტატის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობას წითელი ჯვრის ჩართულობით ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ მიუღია.
„ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას რეგიონის ხელისუფლებასთან, სწორედ ამიტომ არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება მომავალშიც“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.