logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76 პროცენტი სიმპტომიანი პაციენტია და დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება
- +

10 დეკემბერი. 2020. 12:24

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტი, საიდანაც ანტიგენტის 11 718 ტესტია, ხოლო 7918 პისიარი.

 

დადებითობის მაჩვენებლი საშუალოდ არის 10.7%. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მონაცემებს, ცოტა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისკენ მოდის. 33-34% გვქონდა და ახლა გვაქვს 28.9 %. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, შემდეგ გადმოინაცვლა მყარად იმერეთმა, ზრდა გვაქვს ქვემო ქართლში, აჭარაში ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით იდენტიფიცირებულია 81%. სიმპტომებიან პაციენტებზე სწრაფი ტესტისა და პისიარის დამთხვევა მაღალია. იმავე დღეს გამოვლენა და ამ ადამიანების სწრაფი იზოლირება არის კარგი წინაპირობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner