logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება
- +

10 დეკემბერი. 2020. 13:07

 

„ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

„უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, უნდა გავაანალიზოთ. ამის მიხედვით უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ გავხსნით, და უნდა გაიხსნას, ყველა ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული.

 

ისე, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება. ამიტომ, თუ ორ კვირაში რამეს მივაღწევთ და სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner