logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის, გოიჩას და ერევნის რაიონები ჩვენი ისტორიული მიწებია
- +

10 დეკემბერი. 2020. 14:59

 

„აზერბაიჯანი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება დაახლოებით უკვე 30 წელია. სომხეთის აგრესიულმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი მიწების ოკუპაცია გამოიწვია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სომხეთის მხრიდან აგრესია 1980-იანი წლებიდან დაიწყო.

 

„სინამდვილეში, სომხეთის აგრესიული პოლიტიკა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იმ დროს დღევანდელი სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები 100 000 აზერბაიჯანელი წინაპრების მიწიდან განდევნეს. ზანგეზურის, გოიჩას და ერევნის რაიონები ჩვენი ისტორიული მიწებია. ჩვენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს, რომელშიც 3000-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner