logo_geo
eng_logo
ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა
- +

10 დეკემბერი. 2020. 15:46

 

 

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ 25 წლის კლოდიან რაშას მკვლელობას აპროტესტებენ.

 

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

დემონსტრანტების თქმით, პოლიციამ მამაკაცი კარანტინის წესის დარღვევის გამო მოკლა.

 

აქციის მონაწილეებმა საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს და საახალწლო დეკორაციები გაანადგურეს.

 

პოლიციაში აცხადებენ, რომ 25 წლის კლოდიან რაშა პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და გაიქცა, ერთ-ერთმა ოფიცერმა კი ჩათვალა, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო და მას ესროლა.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner