„ერევანში, მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილი „თავისუფლების მოედნისკენ“ დაიძრა. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც მთავრობის შენობაში შესვლასა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, სომხეთში საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით იმართება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დათმობაში ადანაშაულებს.