logo_geo
eng_logo
ჯანმო-ს ექსპერტები ინდოეთში უცნობი დაავადების აფეთქების შესასწავლად ჩავიდნენ
- +

10 დეკემბერი. 2020. 16:54

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ინდოეთის ქალაქ ელურუში ჩავიდნენ, სადაც მანამდე უცნობი დაავადების აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური მედია ავრცელებს.

 

ელურუში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი ექსპერტი იმყოფება.

 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ ელურუში უცნობი დაავადების აფეთქება დაფიქსირდა. დაუდგენელ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა შორის 47 ბავშვი და 170 ქალია.

 

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ერთნაირი სიმპტომებით - თავის ტკივილით და ეპილეფსიური ნიშნებით - ერთდროულად მიმართა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

8 დეკემბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სიმპტომების მიზეზი, სავარაუდოდ, ნიკელითა და ტყვიით მასობრივი მოწამვლაა. ეს მეტალები წყალსა და რძეში აღმოაჩინეს. უცნობი დაავადების სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში 800-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner