სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.
პროექტით გათვალისწინებულია რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა.
სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.
„მერიის ხელმძღვანელობა შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს, მუნიციპალიტეტში მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. სოფელ აღაიანის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.