logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?!
- +

3 ივლისი. 2016. 15:38


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივაზე, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, საუბრობს და აცხადებს, რომ „რამდენიც უნდა აუკრძალონ პატრიარქს შეწყალებაში მონაწილეობა, მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს". ამის შესახებ მოლაშვილი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და ქართველი ერისთვის პატრიარქის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„საპატრიარქო არასდროს შედის  პოლიტიკურ კამათში, ეს თემაც ამიტომ დაიხურა. თეა თუთბერიძე და რამდენიმე რესპუბლიკელი რომ პატრიარქს ებრძვიან, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ძალიან გამაკვირვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ - თურმე, მსოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება, რომ პატრიარქი მსჯავრდებულების შეწყალების საკითხებში ერეოდეს. რომ გავიძახით, ევროპას უნდა მივბაძოთო, შეგახსენებთ - როდესაც თურქეთის მოქალაქემ რომის პაპ იოანე-პავლე მეორეზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა და დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ რომის პაპმა თურქი ტერორისტი პირადად მოინახულა, მეტიც, ხელისუფლებას თხოვნით მიმართა და შეიწყალეს. დაინგრა ამით ევროპული მართლმსაჯულების სისტემა?! შორეული საფრანგეთიდან შეგახსენებთ - იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?! ყველა რელიგიურ დღესასწაულს პატიმრების მონახულებით იწყებდა. მახსოვს, სააღდგომოდ ახალაიამ ე.წ. „პერედაჩი" აკრძალა, რათა პასკა და კვერცხი არ შეეტანათ ციხეში. არ ვიცი, რა გზებითა და საშუალებებით, მაგრამ როცა ხალხი უიმედოდ, ულუკმაპუროდ იყო მიგდებული, ჭიშკარი გაიღო და მისი უწმინდესობა შემობრძანდა ორი დატვირთული მიკროავტობუსის თანხლებით. ამ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. ეს შეწყალებაზე მეტიც იყო! თქვე უბედურებო, რამდენიც უნდა აუკრძალოთ პატრიარქს შეწყალებაში მონაწილეობა, მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. იქნებ ჯერ საკუთარ თვალში დაინახოთ დირე? როცა პარლამენტის თავმჯდომარე ხარ და თავდაცვის მინისტრად გამწესებული შენი ცოლი ანგარიშს გაბარებს, ნეპოტიზმთან ხომ არ გვაქვს საქმე?! გგონიათ, საზოგადოება დაბრმავდა და ვერაფერს ვხედავთ?" - აცხადებს მოლაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner