82 ასაკში რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი გარდაიცვალა.
რეხვიაშვილმა კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, ოპერატორი იყო ფილმებისა „ალავერდობა“, „მიქელა“, „ფიროსმანი“, „ძაღლი“.
1971 წელს გადაიღო სადებიუტო ნამუშევარი „ნუცა“, ავტორია ფილმებისა „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „გზა შინისაკენ“, „საფეხური“, „მიახლოება“, „უკანასკნელნი“.
1979 წელს რეჟისორმა მანჰეიმის საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი, კინოპრესის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი და გერმანიის კათოლიკური ეკლესიის ჯილდო ფილმ „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკისთვის“ მოიპოვა, 1990 წელს მიუნხენის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო ჟიურის სპეციალურ პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“. 1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.
ალექსანდრე რეხვიაშვილის ბოლო დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2019 წელს გაიმართა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის შესახებ მოგვითხრობს.