„ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მზაობა არის, რომ 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მზაობა არის, 24-საათიან რეჟიმში ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები და ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩავერთოთ მოლაპარაკებებში. ხვალ რომც დაფიქსირდეს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ყველა ან ნაწილობრივ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით დიალოგს ვაჩერებთ. პირიქით, ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.