„არჩევნების პირველივე დღიდან, როგორც კი სპეკულაციები გაჩნდა არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულება კონსტრუქციული იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეთავაზების შეფასების თვალსაზრისითაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კვლავ ინარჩუნებს დესტრუქციულ დამოკიდებულებას.
„შეთავაზების შეფასების თვალსაზრისითაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კვლავ ინარჩუნებს დესტრუქციულ დამოკიდებულებას. ვფიქრობ სწორი წინადადება იყო გაკეთებული იმ თვალსაზრისით, რომ ნაბიჯები გადაიდგა სიმართლის დასადგენად. სიმართლესთან დაკავშირებით, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთლიანად საზოგადოებისთვის და მისით მანიპულირება ხშირად ხდებოდა. არჩევნების პირველივე დღიდან, როგორც კი სპეკულაციები გაჩნდა არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულება კონსტრუქციული იყო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.