logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის რკინის მუშტმა მტერს ხერხემალი გადაუტეხა
- +

10 დეკემბერი. 2020. 18:31

 

 

„ეს ისტორიული გამარჯვებაა, ამ გამარჯვებას აზერბაიჯანელი ხალხი 30 წელი ელოდებოდა“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ გამარჯვების აღლუმზე.

 

„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როდის უნდა გავაკეთოთ. ცხოვრებამ ცხადყო, რომ დროულად გადადგმული ნაბიჯების წყალობით რკინის მუშტი შევქმენით. ომის დროს ვამბობდი, რომ ჩვენი რკინის მუშტი ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს ძალას ასახიერებს. ამ რკინის მუშტმა მტერს ხერხემალი გადაუტეხა. აზერბაიჯანის ძლევამოსილმა არმიამ თავისი ისტორიული მისია განახორციელა და სომხეთი დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის არმია არ არსებობს, ის განადგურებულია. და თუ ამის შემდეგ სომხური ფაშიზმი კიდევ ერთხელ წამოყოფს თავს, შედეგი იგივე იქნება“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner