logo_geo
eng_logo
ვიქტორ დობრე: საქართველოს დელეგაციის მიერ რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებს მხარს დავუჭერთ
- +

3 ივლისი. 2016. 16:00



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კომიტეტების ფორმატში განაგრძობს მუშაობას. დელეგატები რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის აქცენტი რუსეთ-უკრაინის თემაზე, კერძოდ კი ყირიმზე კეთდება. რაც შეეხება საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას მას დელეგატები სავარაუდოდ ხვალისთვის განიხილავენ.



შეტანილია ყველა ის უმწვავესი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ურთიერთობებთან, ჩვენ მეზობელთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში 2008 წლის ომი, ოკუპირებული ტერიტორიები, გადაადგილებული პირები, მკვლელობები, გატაცებები და ასე შემდეგ. რამდენადაც მე ვიცი, დელეგატების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს რეზოლუციას, შეტანილია მხოლოდ სამი შესწორება" - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა თედო ჯაფარიძემ.




რუმინეთის პარლამენტის წევრის ვიქტორ დობრეს განცხადებით, რეზოლუციაში შესატან ცვლილებებს მხარს უჭერენ.



მე რუმინეთის დელეგაციის წევრი ვარ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილ შესწორებებს მხარი დავუჭიროთ, ჩვენთვის ცნობილია, რომ EPP- იგივეს აპირებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ შესწორებები გავა," -განაცხადა ვიქტორ დობრემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner