მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას დამსწრე, უხუცესი პარლამენტის წევრი ლადო კახაძე გახსნის.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღის წესრიგით ხვალ გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მობრძანება და მისი მოხსენება. ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მოხსენება, ტექნიკური პროცედურები და ასევე გათვალისწინებულია თანამდებობის პირების არჩევა. ეს არის ძირითადი დღის წესრიგი", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება.