logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც სიებს არ ჩახსნიან
- +

10 დეკემბერი. 2020. 18:49

 

„მმართველმა პარტიამ დიალოგი უნდა გააგრძელოს მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც მანდატებზე უარს არ იტყვიან და სიებს არ ჩახსნიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც სიებს არ ჩახსნიან. თუ მათ უკვე გაანულეს მანდატები და პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არაა არც პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. ვისაც არ სურს საკუთარი თავის გაიგივება ასეთ ადამიანებთან, ასეთ პოლიტიკოსებთან საუბარს აქვს აზრი“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner