logo_geo
eng_logo
ანტონ გერაშენკო: რუს დეპუტატებს ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა უნდა აეკრძალოთ
- +

3 ივლისი. 2016. 16:12



თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაცია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს.



ეუთო-ში უკრაინის დელეგაციის წევრს ანტონ გერაშენკოს მიაჩნია, რომ რუს დეპუტატებს უნდა აეკრძალოთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა.



2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია მოახდინა, მიიტაცა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი. პუტინის და მისი გარემოცვის ქმედებები ჰიტლერის მოქმედებების ანალოგიურია. ჩვენთან ეს ომი გრძელდება მუდმივად იღუპებიან სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ მოვითხოვთ რუსეთის მიმართ სანქციები იყოს. რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა იყოს მარტო ეკონომიკური, რუს დეპუტატებს უნდა ეკრძალებოდეთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა," - განაცხადა ანტონ გერაშენკო.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner