logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: უკვე აღარ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია
- +

11 დეკემბერი. 2020. 00:33

 

 

“ოპოზიცია მანამდე იძახდა, რომ მათთვის მისაბაძი ქვეყანა ამერიკაა, თუმცა, როდესაც ამერიკამ მათთვის მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა, ეს ქვეყანა რუსეთზე უარესი აღმოჩნდა”, - ამის შესახებ „ნამდვილ რიცხვებში“ ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

 

ოდიშარიამ იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რაც ოპოზიციას ბოლო პერიოდში ელჩემთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაუჩნდათ.

 

„ოპოზიცია მანამდე იძახდა, რომ მათთვის მისაბაძი ქვეყანა ამერიკაა, თუმცა, როდესაც ამერიკამ მათთვის მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა, ეს ქვეყანა რუსეთზე უარესი აღმოჩნდა, უკვე აღარ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს პრორუსული ხელისუფლებაა, არამედ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად აცხადებენ, ისინი წარმოადგენენ უკვე პრორუსულ ძალებს. ასეთ კონფიგურაციაში გამოდის, რომ როდესაც რა დასჭირდებათ, იმის მიხედვით საზღვრავენ. ერთგვარად წყლის მდგომარეობას გავს. რაშიც ჩაასხამ, იმ ფორმას იღებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციას გარკვეულ პერიოდში რომელიმე კონგრესმენის მიერ „ტვიტერზე“ დადებული პოსტი, ლამის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების კალიბრში აჰყავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner