logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე!
- +

3 ივლისი. 2016. 16:13



იუსტიციის საბჭოს წევრმა დღეს  კითხვები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მურუსიძეს მის მიერ წარსულში განხილულ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე დაუსვეს. მათ შორის იყო სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანისა და გიორგი მიქიაშვილის საქმეებიც.


ლევან მურუსიძემ  საბჭოს სხდომაზე ღიად თქვა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

 

„მე პრობლემა არ მაქვს, ვისაც უნდა ის დარჩეს და დაესწროს. გულწრფელად მჯეროდა და მჯერა, რომ მოლაშვილი მოცემულ შემთხვევაში იყო დამნაშავე იმ მუხლებით, რაც წაყენებული ჰქონდა და მივიღე ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა მურუსიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner