logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: თავისი გარდაცვალებით კი არ დამარცხდა, მტერი დაამარცხა...
- +

3 ივლისი. 2016. 16:18


 

ადვოკატი შალვა  ხაჭაპურიძე სულხან მოლაშვილის ცხედრის დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.


კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, ისევ პოლიტიკური დევნილობა, ისევ საფრანგეთი, ისევ წვიმა... წვიმა და ცრემლი ერთმანეთში ირევა.. ბუნებაც ტირის სულხანის სიკვდილს... ", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.


მის facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

დადუმებული, დამწუხრებული ხალხი ელოდება ჩვენი დროის გმირის სულხან მოლაშვილის ცხედარს, მანამდე ერთი ქართველი ემიგრანტის კუბო გამოასვენეს... სიწყნარეა... ასწიეს რკინის ფარდა და გამოჩნდა სუხის კუბო... ჩვენი დროის გმირის, გმირულად იბრძოლა, გმირულად დაეცა... თავისი გარდაცვალებით კი არ დამარცხდა, მტერი დაამარცხა. ამ შემთხვევაში სიკვდილმა ვერ გაიმარჯვა.. ,,ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია" გლოვისგან დადუმებულებმა მივიღეთ გმირის ცხედარი... წვიმდა. ფილმი ,,ფესვები" გამახსენდა... შენი გასვენება იქნება რეჟიმის, კოჰაბიტაციის, უსამართლობის, გაუნათლებლობის, სკამის პოლიტიკოსების წინააღგმდეგ მიმართულ პროტესტის დღედ. შენ მთელი საქართველო დაგიტირებს. შენი ბრძოლა გაგრძელდება... პასუხს აგებს არამარტო ბოკერია და მურუსიძე, პასუხს აგებენ ამ რეჟიმის შემქმნელები, ჯალათები. ყველაფერი დროის საქმეა... ,,კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი არ შესჭამონ მტრისანი", - წერს ხაჭაპურიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner