logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციური პარტიები პარლამენტში თუ არ შევლენ, გაქრებიან
- +

11 დეკემბერი. 2020. 02:59

 

 

„უცხოელებთან უნდათ ურთიერთობა და მივიდნენ მოლაპარაკებებზე. უცხოელებთან ხომ არ გაიფუჭებენ ურთიერთობას, მაგრამ მეორე მხრივ, მოდიან და იმ უცხოელებს აგინებენ. ისინი ლოგიკურად გამართული არ არიან, ლოგიკა არ აქვთ და შევეგუოთ იმას, რომ ადამიანები შეიძლება, ისე მოქმედებდნენ, ლოგიკა, აზროვნება და სტრატეგია არ ჰქონდეთ. აფექტში არიან და მეტი რა უნდა ქნან?!“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის მისამართით საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

მისი თქმით,  თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, გაქრებიან.

 

 „მერე წავა ასეთი სცენარი – დარჩება „ქართული ოცნება“ და დაიწყებს ჯგუფებად დაყოფას. ასეთიც ხომ გვინახავს?! ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნება, თუ ჩვენ თვითონ არ გვექნა ისტერიკა – აუ, რა გვეშველება. ცხოვრება წავა ისე, როგორც პრინციპში, დასავლეთს უნდა. ისეთი ფიგურის დანიშვნით, როგორც აშშ-ის ელჩია, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ დასავლეთისთვის საქართველო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ მნიშვნელობას გვერდით, უცებ, ყარაბაღის თემაში რუსეთის ჩართვა ჩაუდგა. ასე რომ, ეს მნიშვნელობა კვადრატში და კუბში ავიდა. ამიტომაა, რომ თუ 2003 წელს დასავლეთი შენთან რევოლუციას უჭერდა მხარს, დღეს არა იმიტომ, სამართლიანია თუ არასამართლიანი, მათთვის პოლიტიკურად არ არის მიზანშეწონილი საქართველოს აწრიალება. აი, ეს ფაქტორიც დაემატება იმას, რომ ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner