logo_geo
eng_logo
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს
- +

11 დეკემბერი. 2020. 10:47

 

 

„ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ“, - „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრესსპიკერმა განაცხადა.

 

„როიტერი“ წერს, რომ ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.

 

სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner