„გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 29 875 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან“, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 598 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 20 970-ს მიაღწია.
რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 1 270 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი დღის წინ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების საჭიროებაზე ისაუბრა. ბავარიის სახელმწიფო პრემიერმა მარკუს სოდერმა კი განაცხადა, რომ შობიდან 10 იანვრამდე სრული „ლოქდაუნი“ უნდა გამოცხადდეს.