logo_geo
eng_logo
იტალიაში კორონავირუსის 16 999 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 დეკემბერი. 2020. 10:55

 

 

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 999 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 887 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1 787 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ 62 626 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ბრიტანეთის შემდგომ მეორე ადგილზეა ევროპის კონტინენტზე. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჯამში 3 291 პაციენტია მოთავსებული. საავადმყოფოებში კი 29 088 ადამიანი მკურნალობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner