გთავაზობთ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც ივლისშია:
1 ივლისი: ღირსი მიქაელ ულუმბოელი.
2 ივლისი: მოწამე ზოსიმე, ღირსი იოანე განდეგილი.
3 ივლისი: მოწამენი არისტოკლე ხუცი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი.
4 ივლისი: წმ. დიდებულნი მოწამენი, საქართველოს მეფენი: არჩილი და ლუარსაბი, მოწამე იულიანე ტარსელი.
5 ივლისი: მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელი (ყულოშვილი); მოწამენი: ზენონი და ზინა; მოწამენი: გალაქტიონი და იულიანა.
6 ივლისი: მოწამე აგრიპინა; ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატი.
7 ივლისი: შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი.
8 ივლისი: ღირსი მოწამე ფებრონია ქალწული.
9 ივლისი: ღირსი დავით თესალონიკელი; ღირსი იოანე, გუთელი ეპისკოპოსი.
10 ივლისი: ღირსი გიორგი მთაწმიდელი; მღვდელმოწამე კირიონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
11 ივლისი: აღმოყვანება ნაწილთა მოწამეთა კვიროს და იოანე უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა; ღირსი პავლე მკურნალი.
12 ივლისი: მოციქულნი პეტრე და პავლე.
13 ივლისი: დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება: პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, თომასი, მათესი და სხვათა; კეთილმორწმუნე დინარა დედოფალი.
14 ივლისი: წმ. ნერსე მთავარეპისკოპოსი; ღირსი პეტრე პატრიკიოსი.
15 ივლისი: დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა მარიამ ღმრთისმშობელისა. ვლაქერნას.
16 ივლისი: ღირსი გიორგი ღმერთშემოსილი, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვარი; ღირსი ალექსანდრე.
17 ივლისი: წმ. ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი; ღირსი მართა, სვიმეონ მესვეტის დედა.
18 ივლისი: ღირსი ათანასე ათონელი; მოწამენი ანა და კვირილა.
19 ივლისი: მოწამენი: მარინი, მართა, ვალენტინე ხუცი.
20 ივლისი: ღირსი თომა მალეელი; ღირსი აკაკი.
21 ივლისი: მოწამე მირდატ მეფე.
22 ივლისი: მღვდელმოწამე ბაგრატი; მღვდელმოწამე კირილე; მოწამე ალექსანდრე.
23 ივლისი: ორმოცდახუთნი მოწამენი, ნიკოპოლისს წამებულნი: ლეონტი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე და სხვანი.
24 ივლისი: დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული; მოციქულთა სწორი ოლღა, ნათლისღებით ელენე.
25 ივლისი: ღირსნი მამანი ჩვენნი ათონელნი - იოანე, ექვთიმე, გაბრიელი; ღირსი მიქაელ მალეინი; მოწამე გოლინდუხა, ნათლისღებით მარიამი.
26 ივლისი: კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა. ღირსი სტეფანე საბაიტელი.
27 ივლისი: ღირსი ელიოზ მონაზონი; ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი.
28 ივლისი: მოწამენი: კვირიკე და ივლიტა.
29 ივლისი: მოწამენი: პავლე, ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია; მოწამე იულია ქალწული.
30 ივლისი: დიდმოწამე მარინე; ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანება.
31 ივლისი: ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება; ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონი.