logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: საფრანგეთიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძური, თეა წულუკიანმა დაღუპვას არაერთხელ გადაარჩინა!
- +

11 დეკემბერი. 2020. 11:32

 

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი თეა წულუკიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს.

 

„გული მაქვს სიხარულით სავსე. საუკუნეების მანძილზე სვანები მთელი ქვეყნის საგანძურს მთაში იცავდნენ (და დღემდე იცავენ). თეა წულუკიანს ამის გაკეთება შუაგულ დედაქალაქში მოუწია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ დღეის შემდეგ ამას ათასჯერ უკეთ შეძლებს, რადგან  საგანძურის მოვლა-პატრონობის საკითხი მას უკვე თანამდებობრივად შეეხება.  საფრანგეთიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებილი საგანძური ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ იყო ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. თეა წულუკიანმა საგანძური დაღუპვას არაერთხელ გადაარჩინა; გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა, 24 საათის განმავლობაში საგანძურის პულსზე ედო ხელი. და არა მარტო საგანძურის, შალვა ამირანაშვილის სახელობის  ხელოვნების მუზეუმი დღეს მიწასთან ბოლომდე მოსწორებული რომ არ არის, ამაშიც ლომის წილი აქვს და რატომ იცით?! 2011 წლიდან მოყოლებული მუზეუმის თანამშრომლებმა თავად არაერთხელ ნახეს, როგორ იცავდა იგი ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, საგანძურს და სხვა კოლექციებს. მოკლედ რომ ვთქვა, კრიტიკულ სიტუაციაში არაერთხელ გამოსცადეს და ამიტომ, როცა მუზეუმს ძალიან უჭირდა, დახმარებისთვის თეა წულუკიანს მიმართავდნენ. ამიტომ ვარ ასე გახარებული.  საგანძურსა და მთელ ხელოვნების მუზეუმში ნინიას ბაღი ვეღარ იქნება“, - წერს ნინო მიქიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner