logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ვარშალომიძე დაბრუნებულა, აჭარა თავისუფალია! ვაი, თქვენს პატრონს!
- +

3 ივლისი. 2016. 16:42



აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნასლისტი გელა ზედელაშვილი facebook_ზე პოსტს აქვეუნებს:


ლევანიე ვარშალომიძე დაბრუნებულა ქუეყანასა შინა ტრიუმფითა და ტაშიკვრით, - უბნობენ მსტოვარნი. ტუფლიც" უსვრია ვიღაც ბოგანოს და ცოტაზე ასცილებიაო რულოვსის ქალიშვილს. სარფში ყოფილა კრეჭვა და სიცილ-კისკისი რამდენიმე ათეული სულწაწყმედილისა. ისეთებიც უკრავდნენ თურმე ტაშსა და ბუკ-ნაღარას, ვისაც ძალიან მონატრებია ტრაკში ცოცხი და მუცელში სამართებელი!

 

ავთოიე ბერიძე არ გააღვიძოთ, ეძინოს, თორემ ეგრევე ქოლგას მოგთხოვთ მგონი! თავადი არჩილი მომიკითხეთ, ხაბაძეების გვარის გამგრძელებელი... თუმცა რა აზრი აქვს? უბრალოდ შეაპარეთ, თუ არყი ყლურწვა არ შეგიძლია, შეეშვი-თქო!

 

ლევანიე ვარშალომიძე დაბრუნებულა, აჭარა თავისუფალია! ვაი, თქვენს პატრონს!!!", - წერს ზედელაშვილი.


აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საქართველოშია. ის ქვეყანაში სარფის საბაჟო პუნქტის გავლით შემოვიდა. მის დასახვედრად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდნენ.


სარფში მცირე ინციდენტიც მოხდა - ერთ-ერთმა მამაკაცმა ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა, რის გამოც, ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 


ვარშალომიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.


აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ არსებული საქმეების გამოძიება საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააქტიურდეს.  ამასთან, ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ბრძოლას ხელისუფლების არჩევნების გზით შესაცვლელად მაინც აპირებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner